VII კლასში მისაღები გამოცდა 22 ივლისს ჩატარდება
- 06 ივლისი, 2015
თბილისის ვ. კომაროვის №199-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-7 კლასში ჩასარიცხი გამოცდის მონაწილეთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ გამოცდა ჩატარდება 2015 წლის 22 ივლისს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას ქუჩა №77, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა, მე-6 კორპუსი;
გამოცდისათვის რეგისტრაცია დაიწყება 14:30 საათზე;
გამოცდა დაიწყება 15:00 საათზე.
რეგისტრაციისას მოსწავლეს თან უნდა ჰქონდეს სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა.
შეგახსენებთ, რომ საგამოცდო ცენტრში ნებადართულია მხოლოდ სახაზავის შეტანა. სხვა დამხმარე საშუალების (კალკულატორი, ჩანაწერები და ა. შ.) აღმოჩენა ჩაითვლება ტესტირების წესების დარღვევად.
ტესტირება ჩატარდება მათემატიკაში. ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოსწავლეები ჩაირიცხებიან მე-7 კლასში. ტესტური დავალებების მომზადებასა და გამოცდის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. (ცხელი ხაზი: 247 33 33)
კომაროვის სკოლა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!
მოსწავლეებმა, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს დაწყებითი საფეხური, გამოცდისათვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდებზე: www.naec.ge და www.online.naec.ge 10 ივნისიდან 10 ივლისის 18:00 საათამდე.